ყველა

პუბლიკა

ფემინსტრიმის ვიდეობლოგებში გესაუბრებით ქალთა შრომითი მიგრაციის შედეგებზე, უფრო კონკრეტულად კი, თუ როგორ აისახება შრომითი მიგრაცია ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებაზე. საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ და სანამ კონკრეტულ ისტორებზე და გამოცდილებებზე ვისაუბრებთ, პირველი ვიდეობლოგი იქნება ერთგავრი შესავალი.

პუბლიკა

კაფეების ქსელ „ჩაის სახლის“ („ალთჰაუსის“) ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებელთა მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის მაგალითებს იხსენებენ. მათი ისტორიები პროფესიულმა კავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ გამოაქვეყნა.

ქრისტინე მუჯირი

ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქ მცხეთას არ აქვს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. წლებია სხვადასხვა სამუშაო და მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ გეგმის მომზადებისთვის, თუმცა პროცესი ჭიანურდება. პროცესში ჩართული პირები საუბრობენ სხვადასხვა კერძო, თუ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ხელს უშლის დოკუმენტის ბოლომდე მიყვანას

პუბლიკა

კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, თუ რა მექანიზმებით უწყობს ხელს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა, გვყავდეს ისეთი ადამიანური რესურსი, რომელიც არის მაღალპროდუქტიული, მაღალკვალიფიციური და აღჭურვილია იმ ცოდნითა და უნარებით, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზარს სჭირდება.

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის 6 სხვადასხვა სკოლაში პედაგოგები გამოიკითხნენ. კვლევის მიზანი იყო, პედაგოგების პერსპექტივიდან შეესწავლათ მიგრანტი მშობლების  მარტოდ დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა. 

პუბლიკა

„ფემინისტრიმის“ ამ ვიდეობლოგების სერიაზე მუშაობა პანდემიის ერთი წლის თავს დაემთხვა, როდესაც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გამოვიარეთ და ახლაც გავდივართ ჩაკეტილობას, უკიდურეს სიღარიბეს, პოლიტიკურ კრიზისებსა და ალტერნატივების არარსებობას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა კარგად მიჩვენა, რომ სრული გაუცხოება მაქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ.

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის ფილარმონიაში კოვიდ აკრძალვების შემდეგ პირველი „ცოცხალი“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც ათასამდე მსმენელი სამედიცინო ტესტირების გავლის შემდეგ დაესწრო. 

პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, საინფორმაციო ვაკუუმის ფონზე გაჩნდნენ „ინფლუენსერები“ სოციალურ მედიაში, რომლებიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ვაქცინაციის პროცესისათვის დამაზიანებელ ყალბ შეხედულებებს ავრცელებენ.

პუბლიკა

მიმდინარე წლის 15 მარტს POSTTV Media-ში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა და რიგ საკითხებთან ერთად გამოეხმაურა  საპარლამენტო მოსმენისას მინისტრის ინიციატივას მისაღები გამოცდების ცვლილებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. ასოცირების საბჭოს სხდომა, შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დევიდ სასოლითან, NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ევროპარლამენტარებთან.

ქრისტინე მუჯირი

გეომორფოლოგის თქმით, მსგავსი მასისგან შესაძლოა მეწყერი თავად არ განვითარდეს, მაგრამ თუ ადამიანი ჩაერევა, გაიყვანს გზას, გაჭრის არხს და ააგებს შენობებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მასა წონასწორობას დაკარგავს და საინჟნრო საქმიანობა გახდება  მაპროვოცირებული მეწყრული პროცესების დაწყებისთვის, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

დავით ბუხრიკიძე

დასრულდა დიდი საოპერო ფანტომები, დაუსრულებელი გამოძახებები პრემიერის შემდეგ, მუსიკალური ექსპერიმენტები, სასამართლო დავა,  სექსუალური სკანდალები და პოლიტკორექტულობით ნაკარნახევი სიგიჟეებიც. სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც 1973 წელს, „ტოსკას“ პრემიერაზე, რომელმაც მაესტრო ჯეიმს ლევაინს მუსიკალური ოლიმპისკენ გაუხსნა გზა.