ყველა

დავით ბუხრიკიძე

1. რომელ საათზე დავნიშნოთ სპექტაკლები – 5-ზე, 6-ზე? თბილისის ტრეფიკი და საცობები ხომ წარმოგიდგენიათ... მოკლედ, კომენდანტის საათი ჩემთვის უმთავრესი საკითხია.

ნორო გასპარიანი

ფაშინიანმა მოუწოდა მოქმედ პრეზიდენტს, ხელი მოეწერა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ჩაითვლებოდა გადატრიალების მომხრედ. თავის გამოსვლა კი, პრემიერმა დაასრულა შემდეგი სიტყვებით – „ხავერდი დამთავრდა“

მსოფლიოში 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ვაქცინაციაა. კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინამ გასული წლის ბოლოს მიიღო საბოლოო ავტორიზაცია სხვადასხვა მარეგულირებლისგან და მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.

მარი გაბუნია

დავიღალეთ ამ ხეებით. უნდა შევწყვიტოთ ხეებით, ფესვებით და რადიკალებით ფიქრი. საკმაოდ დიდხანს გვაწვალეს ... ჟილ დელეზი, ფელიქს გვატარი

ერთადერთი, რაც ამ მწერლის შესახებ გაგვიგია, არის ის, რომ იგი 1943 წელს, ნეაპოლში დაიბადა და გაიზარდა. მიღებული აქვს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება, თავის უსაყვარლეს მწერლად ელზა მორანტეს ასახელებს და შესაძლებელია, აქედანვე მოდიოდეს მისი ფსევდონიმიც.

დიმიტრი ლიპარტელიანი

2020 წლის მაისში ჭანგ ჭანი უბრალოდ გაქრა და წლის ბოლომდე მის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია. როგორც მოსალოდნელი იყო, ის პოლიციამ დააკავა. ჟურნალისტს პროვოცირებით ჩხუბის გამოწვევა ედებოდა ბრალად. სასამართლოზე ჭანი ეტლით შეიყვანეს, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.

დავით ბუხრიკიძე

და მაინც, ამ პერფექციონისტული რეჟისორული ნამუშევრისა და შესანიშნავი ვოკალისტების ფონზე, გამორჩეულია ვენის საოპერო სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი, ვოკალური თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, შინაგანი სიძლიერითა და ვნებით სავსე კარმენი - ანიტა რაჭველიშვილი.

მალხაზ ხარბედია

ერთი სიტყვით, 120 წლის წინ ცალკე ფილოქსერა ვრცელდებოდა ქვეყანაში, ცალკე – რევოლუციური იდეები. ებრძოდნენ ფილოქსერასაც და რევოლუციასაც. ამ რევოლუციურ ბრძოლებზე ერთ-ერთ მომავალ წერილში უფრო ვრცლად მოვყვები

დავით ბუხრიკიძე

თუ როგორ მოახერხებენ რეგიონული თეატრები უკვე ჩავლილი ბრწყინვალების შემდეგ მოახლოებული სიღატაკისა და პანდემიის პირისპირ არსებობას, უკვე მათ შემოქმედებით აქტივობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკარანტინო ვადა შემცირდა. ვინც ენგურის ხიდზე გადმოვა, ახლა 12-ის ნაცვლად კარანტინში 5 დღის გატარება მოუწევს. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ეს მათთვის შვება არ ყოფილა. გალელების ისედაც მძიმე ყოველდღიურობას კარანტინი ახალ წნეხად დაემატა

პუბლიკა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 11 თებერვლის გადაწყვეტილებებს თეოლოგები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სინოდის მიმდინარე წლის სხდომის განჩინების მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის როგორც სახარებისეულ, ასევე მის საფუძველზე შექმნილ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.

დავით ბუხრიკიძე

ჟან-კლოდ კარიერი ბოლო წლებში ასევე მუშაობდა სახელოვან მწერალთან და პუბლიცისტთან, უმბერტო ეკოსთან. 2009 წელს კარიერმა და უმბერტო ეკომ გამოაქვეყნეს საუბრები მედიის მომავლის შესახებ.