ყველა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო.

ქრისტინე მუჯირი

დაედო თუ არა საფუძვლად კვლევები თბილისის 11 არეალზე შეზღუდვების მოხსნას? - მერიაში ამბობენ, რომ კვლევები ჩატარდა, თუმცა ჩვენი გამოცემის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად მერიიდან მხოლოდ ორი კვლევა მივიღეთ. დამატებით შეკითხვებზე პასუხი მერიამ არ მოგვცა. კვლევებს არ იცნობენ დარგის სპეციალისტებიც და ცალსახად ამბობენ, რომ თუ 11 არეალს, რომელიც ქალაქის დაახლოებით 15%-ია და მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეებს ფარავს, შეზღუდვები კვლევების გარეშე მოეხსნება, ეს ცუდი იქნება ქალაქის განვითარებისთვის. რომელ თერთმეტ არეალზეა საუბარი, რა შეზღუდვები მოხსნა მერიამ და როგორ აფასებენ პროცესს დარგის სპეციალისტები?  

რეკლამა

პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“  – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. 

დავით ბუხრიკიძე

ციფრული თეატრი - ესაა თეატრი დღეს. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში და სწორედ ახლა. თეატრმა თითქოს თავი დააღწია შენობებს, გაწერილ განრიგს, რეპერტუარს, საგასტროლო პოლიტიკას, სააბონიმენტო სისტემას და მისამართს. ის უმისამართოა, ის ჰაერშია და რადიოტალღების მეშვეობით სადაც ინტერნეტი გადაიცემა, მოვა სახლში.

პუბლიკა

რა კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ, რომლებიც ხელს შუწყობს ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას?

დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ და ჰყვებიან, რატომ არის უსაფუძვლო მტკიცებულება პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც მათ ედავებიან.

პუბლიკა

ვინ არის ის? პოეტი დაიბადა 1943 წელს ნიუ-იორკში, უნგრული წარმოშობის ებრაელების  ოჯახში. ლუიზ გლიუკი ცხოვრობდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, ახლა იელის (კონექტიკუტი) უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგია. მისი ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს შედგა. დღეისათვის  ის თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად არის აღიარებული.

პუბლიკა

წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგდასავალზე მოგვითხრობს. ოჯახში, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

სალომე გორგოძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექთნის, ნონა ზანდარაშვილის გათავისუფლება იაშვილის სახელობის კლინიკიდან უკანონოდ მიიჩნია და მოპასუხე მხარეს მისთვის 18 თვის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

დიმიტრი ლიპარტელიანი

ზუსტად 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინეთში, ქალაქ ვუხანში, უცნობი წარმომავლობის პნევმონიის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქედან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები პანდემიის დასამარცხებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. კვლევების პარალელურად იზრდება ჩვენი, საზოგადოების განსწავლულობაც, რაც პანდემიის დასრულებასთან სულ უფრო მეტად გვაახლოებს.

ეკა მაღალდაძე

მიუხედავად თურქეთის ურყევი პოზიციისა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამ დრომდე ეს მხარდაჭერა ძირითადად პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფარგლებში რჩებოდა. ახლა კი თურქეთი არა თუ არ მოუწოდებს მხარეებს ცეცხლი შეწყვიტონ, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებების - მინსკის ჯგუფის წევრებსაც კი აკრიტკებს ამგვარი მოწოდებებისთვის და ამბობს, რომ მზადაა კონფლიქტში სამხედრო კუთხითაც ჩაერიოს, თუკი „სომხების მიერ ყარაბაღის ოკუპაცია არ დასრულდება“.

პუბლიკა

ამ პოდკასტში მინდა გავაანალიზო სექსუალობა და სურვილი, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი, განსაკუთრებით ისეთ სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებსაც, საქმიანობის გამო, უხდებათ, გარკვეულწილად, საკუთარი იდენტობის ამ ასპექტის დათმობა, მასზე უარის თქმა.