ყველა

გრიგოლ გეგელია

ამერიკის საგარეო პოლიტიკა საიმედო და გამოცდილ ხელშია, რაც საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებშია. ტრამპი დამარცხებულია, „ამერიკა დაბრუნდა”, თუმცა ტრამპის წლების შემდეგ ამერიკის სრულფასოვანი დაბრუნება უდავოდ წაიღებს გარკვეულ დროსა და სერიოზულ ძალისხმევას.

ვახუშტი მენაბდე

მიუხედავად ამისა, 1960 წლისთვის გურია ვენახის განვითარების პოტენციური შესაძლებლობებით საქართველოში მესამე ადგილზე იყო (541.9%-ით ზრდის შესაძლებლობით). თანაც, ეს ისე იყო დათვლილი რომ ვაზს ჩაისა და ციტრუსისთვის მეტოქეობა არ გაეწია.

სიკეთისა და ბოროტების დადგენის ბიბლიური დავალება დღემდე აქტუალურია და, სავარაუდოდ, ასე იქნება, ვიდრე ეს ცა და ქვეყანა არსებობს. გახსოვთ, არა ვაშლის არამედ სიკეთისა და ბოროტების ვერ დადგენის გამო დაკარგა კაცობრიობამ ღმერთთან კავშირი.  ვაშლის ხე და ბოროტება ლათინურ ენაში ომონიმია, malum, ეს უზუსტობაც აქედან იღებს სათავეს.

მიხეილ ციხელაშვილი

ასე ავლებს პარალელს ტაიკა უაიტიტი საკუთრ ბავშვობასთან და ამავდროულად ესაუბრება ყველა იმ ბავშვს, რომლისთვისაც ისტორიის ნაცისტური იდეოლოგიით სავსე ფურცელი ტაბუდადებულ და აუხსნელ თემას წარმოადგენს.

პუბლიკა

ძველი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა. სახლი დიდი ხნის მანძილზე იყო ავარიული. მაცხოვრებლებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ, ეს პრობლემა მათთვის ხელმისაწვდომი გზებით მოეგვარებინათ. ამ ტიპის პრობლემა რომ ახალი არ არის და მათი მოგვარების გზებიც რომ ძალიან მწირია, ალბათ ყველამ კარგად ვიცით.

გელა კვაშილავა

კოვიდპანდემიამ მსოფლიო შეცვალა. ახალი რეალობის კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქართველო, როგორც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა რეგულაციებისა და შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობს. ეკონომიკის ყველა სექტორი ხელოვნური სუნთქვის რეჟიმშია, და მთავრობა პერიოდულად ჟანგბადის მიწოდებით ცდილობს, ის სიკვდილს გადაარჩინოს.

დავით ბუხრიკიძე

1993 წლიდან  ლარს ნურენი მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრში. ასევე თანამშრომლობდა შვედურ ტელევიზიასთან. განსაკუთრებით საინტერესოა პერიოდი, როდესაც სამეფო დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა სტოკჰოლმში (1999 - 2007 წლები), 2009 წლიდან - სახალხო თეატრს გეტებორგში. განსაკუთრებული პუბლიცისტური და პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა 2007 წელს გამოქვეყნებულ პიესას „ანა პოლიტკოვსკია, მეხსიერება“, რომელიც მოგვიანებით დაიდგა შვედეთსა და გერმანიაში.

გრიგოლ გეგელია

დავიწყოთ იმით, რომ დღემდე გაუგებრად რჩება პრეზიდენტის აღტაცებით აღსავსე მისალოცი, ისევე როგორც მისი მადლიერება ყარაბაღის შეთანხმების ფასილიტატორის, ანუ რუსეთის მიმართ, რომელიც “ნეიტრალური არბიტრის” ფორმატში კურირებდა შეთანხმების მიღწევას.

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, - ამ სიტყვების ავტორი დეპუტატი და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. „იბერიის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა პოლიტიკოსის ამ საფიქრალს გამოსავალი მოუძებნეს და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყოფილ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაუხადოს.

ეკა მაღალდაძე

განმარტებების ნაკლებობის თუ კოდური სახელების შეძლებისდაგვარად გასაიდუმლოების სურვილის გამო ამერიკის პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მეტსახელები კვლავ ბევრს უტოვებს ინტერპრეტაციის საფუძველს.

სალომე გორგოძე

მშობლები მოითხოვენ, მთავრობამ წარმოადგინოს თანმიმდევრული გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა მათ შვილებს.

დავით ბუხრიკიძე

მოხდა ის, რაც ბერლინის კინოფესტივალის დირექციისა და ორგანიზატორების დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც მოსალოდნელი იყო: 71-ე კინოფესტივალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, 20 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ფესტივალი დაგეგმილი ფორმატით აღარ გაიმართება.