ყველა

სოფო აფციაური

დღეს საქართველოში 78 ათასამდე მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს. Covid-19-ის დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი უმრავლესობა საგანმანათლებლო პროცესიდან გამოთიშული იყო.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარება სთხოვა. პროკურატურის განმარტებით, ამის მიზეზია თამარ თორაძის მიმართვა საქართველოს პორკურატურისადმი, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობა გამოიძიონ. თამარ თორაძე აშშ-ის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს.

პუბლიკა

ჩვენი პოდკასტით გვინდა, მოგიყვეთ ამბავი კოვიდ-19-ის გენდერულ მხარეზე, რომელიც ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მას, ის ყველგან არის: ოჯახში, სამსახურში, სამეზობლოში, სოფელში, ქალაქში, ჩვენს სოციალურ, კულტურულ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მოკლედ, სირთულეების მიუხედავად, დღიდან შიდა ტურიზმი იხსნება და წესების დაცვით, ალბათ მაინც უნდა განვაახლოთ ქვეყანაში მოგზაურობა. ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

სალომე გორგოძე

ექთნების შრომითი პირობები ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო,- ამას ხაზს უსვამენ დარგის სპეციალისტები. მძიმე სამუშაო დატვირთვა, დაბალი ანაზღაურება, კადრების დეფიციტი, გამოწვევები პროფესიული მომზადების კუთხით - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის - ექთნების საქმიანობაში უკვე წლებია დღის წესრიგში დგას.

კითხვაზე, უნდა იდგეს თუ არა, ნარიმან, ნარიმანოვის ძეგლი მარნეულში? იურიდიულად არგუმენტირებული პასუხია - არა! თუმცა თუ კითხვას კულტურული მეხსიერების კუთხით გადმოსახედიდან ამოვალთ, ცალსახა პასუხის გაცემა ჭირს

დავით ბუხრიკიძე

საიუბილეო სეზონის აღსანიშნავად ფესტივალის დირექციისა და კერძოდ, მარკუს ჰინტერჰოიზერის მიერ მოწვეულ დირიჟორებს შორის იქნებიან: რიკარდო მუტი, ინგო მეცმახერი, კირილ პეტრენკო, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამელი, კენტ ნაგანო და სხვები. საერთო ჯამში ზალცბურგში ცხრა დიდი საკონცერტო პროგრამა შესრულდება

რეკლამა

„აია“ თავისი გამორჩეული გემოთი, ფერებითა და ფორმით მოკლე დროში ჯერ ქუთაისის და შემდეგ მთელი იმერეთის საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა.

პუბლიკა

ჩვენ მიერ სახლების მშენებლობა მნიშვნელოვანი რეზისტენციის აქტია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ. როჟავაში არსებობს ტალახის აგურითა და მიწით, ეკოლოგიური სახლების ერთობლივი მშენებლობის ტრადიცია. მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ახალი საცხოვრებელი სივრცეების შექმნის სასწრაფო საჭიროებაა. ქურთი უხუცესების დახმარებით, ვცდილობთ ეს საქმიანობა განვავითაროთ.

2018 წლის ივნისში თბილისის მეტრო მემანქანეების გაფიცვის მიზეზით პირველად გაჩერდა. გაფიცვას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელფასის 45%-ით გაზრდა იყო, სათავეში ედგა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. გაფიცვას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა:  სასამართლოს ორი განჩინება, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელსაც ქალაქის მერიც იმეორებდა და შრომის პირობებით უკმაყოფილო დასაქმებულებს ხისტი რიტორიკით პასუხობდა და ა.შ. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, გაფიცვა 3 დღეს გაგრძელდა, რამაც საზოგადოებასაც და დამსაქმებელსაც ცხადად დაანახვა მეტროს თანამშრომელთა შრომის მნიშვნელობა.

თამუნა ბაქრაძე

ამ პირობებში კერძო ბაღების უმეტესობა გაკოტრების პირას არის და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კერძო ბაღების არსებობას.

დავით ბუხრიკიძე

გერმანიის მთავრობამ პანდემიის პირობებში, დამატებით ერთი მილიარდი ევრო გამოყო ქვეყნის კულტურის დასახმარებლად. სუბსიდიებისა და პაკეტის უდიდესი ნაწილი მიზნად ისახავს კულტურის ინსტიტუტების, კულტურული ცენტრების, ინფრასტრუქტურის, დამოუკიდებელი არტ-ორგანიზაციების  მხარდაჭერას, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას პანდემიამდე არ იღებდნენ.