როგორ გაუმარტივებს hi app მოსწავლეებს ფინანსების მართვას

ფასიანი განთავსება

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის – „hi app“. 

აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც თიბისის მოსწავლის ბარათს ფლობენ.

აპლიკაციის მთავარი მიზანი ახალი თაობის დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.

„hi app“ მოსწავლეებს დაეხმარება ფინანსური განათლების მხრივ და ადრეულ ასაკში შეუწყობს მათ ხელს, გამოიმუშავონ ფინანსური მართვის უნარები.

აპლიკაცია განკუთვნილია 6-დან 17 წლის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს.

„თიბისის“ ახალი თაობის ბრენდის ლიდერის, მარიამ მიქელაშვილის თქმით, აპლიკაციის მეშვეობით, მოსწავლეები ადრეული ასაკიდან იწყებენ ფინანსების დამოუკიდებლად მართვას – აკონტროლებენ რამდენი აქვთ ბარათზე დარჩენილი, რამდენი აქვთ ხარჯვის ლიმიტი. აქვთ შესაძლებლობა, გონივრულად დახარჯონ თანხები, მაგალითად, აპლიკაციაში ინტეგრირებული შეთავაზებების გამოყენებით.

 „საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებს ადამიანი ფინანსების მართვის უნარის გამომუშავებას, მით უფრო პასუხისმგებლიანი იქნება ის ზრდასრულ ასაკში ფულთან და მის ხარჯვასთან მიმართებით“, – ამბობს მარიამი.

მარიამ მიქელაშვილის თქმით, აპლიკაციის შექმნის საჭიროება ახალი თაობის სპეციფიკამ განაპირობა.

„GenZ სწორედ ის თაობაა, რომელიც ყველაფერს ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით აკეთებს. აქამდე, მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ დამოუკიდებლად ემართათ საკუთარი ფული, ახლა კი „hi app“-ის საშუალებით მათთვის ციფრული ბანკის ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციები უკვე ხელმისაწვდომია“, – გვეუბნება მარიამი.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ცხოვრებას უმარტივებს როგორც მოსწავლეებს, ისე მათ მშობლებს.

„აქამდე ასეთი ქცევა იყო – საჭიროებების შესაბამისად, მშობლები შვილებს ურიცხავდნენ თანხას მობილურზე, უვსებდნენ მობილურ ინტერნეტს, რიცხავდნენ თანხებს მათთვის და ა.შ. რაც დამატებით დროსთან და რესურსთან იყო დაკავშირებული. ახლა, ყველა ძირითადი მოხმარების ფუნქციას მოსწავლე თავად ასრულებს“, – გვიყვება მარიამი.

hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილების ფინანსები და ნახონ მათი ტრანზაქციები.

„hi app“-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:

  •       ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  •       მობილური ბალანსის შევსება
  •       მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
  •       ბალანსის შემოწმება
  •       გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი

როგორ მუშაობს hi app?

6-17 წლის ჩათვლით მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შეუძლიათ, გადმოწერონ „hi app“ როგორც IOS,  ისე Android ტიპის სმარტფონებზე.

მოსწავლეს შეუძლია დარეგისტრირდეს აპლიკაციაში, რის შემდეგაც მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გაეგზავნება SMS შეტყობინება, რომლის დასტურის შემდეგ, მოსწავლეს მის მობილურ ნომერზე გაეგზავნება აპლიკაციაში შესასვლელი მონაცემები.

ამის შემდეგ, 6-12 წლამდე მოსწავლეებს შეეძლებათ აპლიკაციის ხედვის ფუნქციით, 12-17 წლის ჩათვლით მოსწავლეებს კი, აპლიკაციის სრული ფუნქციების გამოყენება.

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  •       მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
  •       თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა. 
  •       იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

hi app-ის გასააქტიურებლად მიჰყევი ბმულს: https://onelink.to/pa36an