განათლება

სალომე გორგოძე

„პუბლიკა“ ესაუბრა ათამდე რესპონდენტს, განათლების საკითხების მკვლევრებს, მედიისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რესპონდენტები გვიყვებიან განათლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკუთარ გამოცდილებაზე და ამბობენ, რომ ბოლო წლებში უწყებიდან მათთვის საჭირო მონაცემების მიღება გართულებულია და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია.

პუბლიკა

საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევის კონკურსის ახალ წესს კრიტიკულად აფასებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დირექტორობის ის კანდიდატები, რომლებსაც კონკურსის პროცესის გამჭვირვალობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ და თვეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს განათლების სამინისტროსთან.  

ნუცა კობახიძე

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უფასო სასკოლო კვების დანერგვას მიიჩნევს და დიდი ხნით არ დააყოვნებს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. სასურველი იქნება, თუ სასკოლო კვების პოლიტიკის შემუშავების პროცესში საქართველო გაიზიარებს და გაითვალისწინებს აზიისა და იაპონიის მაგალითსაც.

ლიკა ზაკაშვილი

„გამოწვევაა სკოლის კოლექტივის დამოკიდებულებაც, არის შემთხვევები, როცა ახალ პედაგოგს გუნდში არ იღებენ და თანამშრომლობითი გარემო ვერ ყალიბდება. თუმცა ვთვლი, რომ ეს თანდათან სწორდება. იმედი მაქვს, მასწავლებელთა განწყობა ახალმოსულთა მიმართ დადებითისკენ შეიცვლება“.

პუბლიკა

აქვე უნდა ითქვას, რომ პედაგოგებსა და განათლების სექტორს ყველაზე ამბიციური გეგმით თავი პრემიერმა ბახტაძემ დაამახსოვრა, როცა საზოგადოებას „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე გამბედავი და მასშტაბური იდეა - განათლების ეროვნული კონცეფცია“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროს ტრანსფორმაციას მოხმარდებოდა.

პუბლიკა

როგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლების სისტემა საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის ფონზე? როგორია საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა დემოგრაფიული ცვლილებების დინამიკა 2020 წლიდან დღემდე? რა საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო რუსულენოვან მიგრანტებს? რა ალტერნატივები არსებობს ქვეყანაში განათლების სისტემების შეთავაზებების მიღმა? - ეს საკითხები სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იკვლია. 

სალომე გორგოძე

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მწირი საგანმანათლებლო რესურსები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც სოფლად მდებარე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აწყდებიან და რაც ხშირად ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, ქალაქად მდებარე სკოლებთან შედარებით.

სალომე გორგოძე

ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის უზრუნველყოფაც მთავრობას მომდევნო წლებში აქვს მიზნად დასახული.

პუბლიკა

23-ე საჯარო სკოლა, რომელიც გაძლიერებული ფრანგული ენის სწავლებით არის ცნობილი, თბილისის ძველ უბანში, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სკოლის შენობას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, რომლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 14 მილიონამდე ლარი გამოყო.

პუბლიკა

გთავაზობთ კვლევის იმ ნაწილს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გამოწვევებს შეეხება. კვლევის ამ ნაწილში მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გზა. ამასთანავე, გაანალიზებულია სისტემაში არსებული გამოწვევები, ჩაღრმავებული ინტერვიუების დახმარებით, როგორც განათლების ექსპერტებთან, სკოლების დირექტორებთან, ასევე მასწავლებლებთან. 

ლიკა ზაკაშვილი

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღების წესებიც, რადგან განათლების პროგრამებზე, სამწუხაროდ, ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალი შედეგების მქონე აბიტურიენტები აბარებენ.