განათლება

პუბლიკა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს მეშვიდედ ტარდება. ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მასწავლებლების წარდგენა წელსაც შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

სალომე გორგოძე

სიმონ ჯანაშიას თქმით, პრობლემა ის კი არ არის, რომ სისტემაში შემოდის ახალი დიაგნოსტიკური შეფასება, პრობლემაა - ვის და რა ფორმით შემოაქვს ეს შეფასება. მისივე განმარტებით, ტესტს რომ სკოლებს სთავაზობდნენ, მაგალითად, უნივერსიტეტები და არა სახელმწიფო, ნაკლებად იარსებებდა რისკი იმისა, რომ სკოლების მხრიდან ეს ტესტირება აღქმული იქნება, როგორც კონტროლის მექანიზმი.

ლიკა ზაკაშვილი

თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტურია, არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 7 ოქტომბერს მოულოდნელად აცნობა. შვიდ ოქტომბერსვე გავრცელდა ინფორმაცია მედიაში გიორგი შარვაშიძის შესაძლო შემცვლელის შესახებ.

პუბლიკა

ცვლილება კრიტიკულად შეფასდა დარგის სპეციალისტების მიერ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებით „სკოლა კარგავს დამოუკიდებლად ადამიანური რესურსების მართვის უფლებას“, გადაწყვეტილება კი ემსახურება სკოლებზე ცენტრალიზებული მართვის გაძლიერებას.

სალომე გორგოძე

თუმცა, დღემდე სიახლე ამ მიმართულებით სამინისტროს არ დაუანონსებია. ამ პროცესთან დაკავშირებით ვადებსა და რეფორმაზე დამატებითი ინფორმაციის გარკვევის მიზნით „პუბლიკამ“ შეკითხვებით განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა, შეკითხვებზე პასუხი არ მოგვაწოდეს.

სალომე გორგოძე

„აპრიორი უნდა მივიღოთ, რომ დანაკარგები არის და დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დანაკარგები დავძლიოთ... დღეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც გვეტყვის სტანდარტთან მიმართებაში, სად არიან მოსწავლეები, მაგრამ დანაკარგზე და მის სიზუსტეზე საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება“.

პუბლიკა

ხვალ, 2 მაისს თსუ-ში სწავლა აუდიტორიაში გადაინაცვლებს. სტუდენტთა ნაწილმა კი აქციები კვლავ დაგეგმა - მათი უფლებებისთვის, ვინც უნივერსიტეტს არ ადარდებს“. „განათლება პრივილეგია არ არის! განათლების უფლება აქვს ყველას!“, - აცხადებენ ისინი

პუბლიკა

სოციალურ ქსელში არაერთი ჯგუფია, რომლებსაც მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამბებზე სასაუბროდ იყენებენ. ამ ჯგუფებში ხშირად ნახავთ მსგავსი შინაარსის პოსტებს – საათების განაწილების პროცესის გამო გაბრაზებული, გულმოსული მასწავლებლები სამართალს ეძებენ.

ლიკა ზაკაშვილი

მასწავლებლების მხრიდან სამოქალაქო თუ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, დირექტორები, ხშირ შემთხვევაში, დასჯის ბერკეტად საათების განაწილების მექანიზმს იყენებენ.

სალომე გორგოძე

„ჩვენს ქვეყანაში სექსუალური განათლება მოსახლეობას სხვადასხვაგვარად ესმით“,- ვკითხულობთ ანგარიშში და აქვე განმარტებულია, რომ სექსუალური განათლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განიხილება ვიწრო კონტექსტში და დაკავშირებულია მხოლოდ სქესობრივი კონტაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან.

სალომე გორგოძე

„კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ როცა სახელმწიფო ვერ ელევა ინსტრუმენტს - აკონტროლოს შინაარსი, სახელმძღვანელოების ბაზარი, მიწოდება და ა.შ., შემდეგ ის ხდება პასუხისმგებელი ყველაფერზე. არ შეიძლება ბიუროკრატი პასუხისმგებელი იყოს იმაზე, თუ რას წერს ისტორიკოსი. მასწავლებელი თვითონ უნდა წყვეტდეს, როგორი ინტერპრეტაციით შეიტანს ამას კლასში. გარკვეული საზოგადოების მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს სწორი და ჭეშმარიტი ისტორიის წიგნებში ჩაწერით, ეს არის სწორედ საბჭოთა კავშირი. მეტი კითხვის დასმა არის საჭირო, იმისთვის, რომ ისე არ გამოვიდეს, დემოკრატიის სახელით დავაბრუნოთ ანტიდემოკრატიული სისტემის მუშაობა“.