განათლება
მიუხედავად განათლების სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაცხადებული მიზნისა, რომ სკოლაში მხოლოდ ის პედაგოგები უნდა დარჩენილიყვნენ, რომლებსაც საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით ჰქონდათ დადასტურებული, ამ მიზნის აღსრულება არაერთხელ გადავადდა. რაც, დარგის სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევს უფრო ჰგავდა, მაგალითად, წინასაარჩევნოდ ათეულობით ათასობით პედაგოგთა ელექტორატის განაწყენების შიშს, ვიდრე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.
„რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას. პროექტს განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ჯილდოს ფინალისტები გვიყვებიან, თუ რას ნიშნავს მათთვის ეს სტატუსი; რატომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა; რა შესაძლებლობების მომტანია და რა გამოწვევაა მათი პროფესიული საქმიანობისთვის ქვეყნის ხუთ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელება; რამდენად დაეხმარებათ მათ ეს სტატუსი პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეებთან, კოლეგა მასწავლებლებთან თუ სასკოლო თემთან ურთიერთობისას.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში, თუმცა კვლევის რესპონდენტების მიერ საგნობრივ ჭრილში აღქმული სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალია მათემატიკაში.
ანბანის სწავლა ანუ ასოების ცნობა და მათი ჩაწერა არის გარდამტეხი მომენტი კითხვის შესწავლისას. ეს პროცესი სისტემურად უკვე სკოლაში, მასწავლებლის მეთვალყურებით მიმდინარეობს და დაახლოებით 4-5-6-7 წლის ასაკს მოიცავს.
რა არის ფონოლოგია და რა მნიშვნელობა აქვს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს წერა-კითხვის სწავლებისას? რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა შესაძლო ფონოლოგიური სირთულეების პრევენციისთვის ? როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და როდის არ ამართლებს „დაცდის სტრატეგია“. ამ და სხვა შეკითხვებს ენა-მეტყველების თერაპევტი თიკო ანთიძე უპასუხებს.
როგორც დირექტორები ამბობენ, ამ პროექტების მთავარი ღირებულება და მნიშვნელობა ისაა, რომ ისინი მიმართულია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ; სასკოლო საზოგადოებაში იმგვარი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლებს დაეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და საინტერესო გახდეს.
დავიღალეთ ამ ხეებით. უნდა შევწყვიტოთ ხეებით, ფესვებით და რადიკალებით ფიქრი. საკმაოდ დიდხანს გვაწვალეს ... ჟილ დელეზი, ფელიქს გვატარი
მას შემდეგ, რაც სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების შესახებ კონკრეტული თარიღები გახდა ცნობილი, მშობლებისთვის დღის წესრიგში ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც ერთი მხრივ უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესს უკავშირდება, მეორე მხრივ კი უსაფრთხოებას.
მშობლები მოითხოვენ, მთავრობამ წარმოადგინოს თანმიმდევრული გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა მათ შვილებს.
მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩება საჯარო სკოლების პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.
„შეუშვით მაღალკლასელები სკოლებში“ - სოციალურ ქსელში მშობლების ის ნაწილი გაერთიანდა, რომელიც მიიჩნევს, რომ დაბალკლასელების მსგავსად, უფროსკლასელების მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ არჩევნის საშუალება, გაკვეთილზე დაესწრონ ბავშვები თუ ონლაინსწავლა განაგრძონ.