განათლება
ანა თავხელიძემ 2018 წლის ივლისში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით, სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა. თემა ქართულ სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა. როგორც ანა გვიყვება, თემის შინაარსიდან გამომდინარე მოლოდინი ჰქონდა, რომ კომისიის წევრებთან ექნებოდა ცხარე, ჯანსაღი დისკუსია, თუმცა, როგორც ამბობს, ამის ნაცვლად კომისიის წევრების მხრიდან პირადი შეურაცხყოფა მოისმინა.
კვლევის მიგნებების ჩამონათვალი ვრცელია. ძირითად ნაწილში საუბარი იყო დისტანციური სწავლების დანერგვის ნაწილში გამოცდილების არქონის გამო გამოწვეულ სირთულეებზე. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რესპონდენტების თქმით, ინტერნეტზე წვდომა იყო.
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული ხარვეზები არ უნდა გამხდარიყო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. საბჭოს გადაწყვეტილება კი მათი შეფასებით, დაუსაბურთებელი და არაობიექტური იყო. მათი თქმით, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდა ისეთი ხარვეზები, რომელთა შემთხვევაშიც საბჭო სხვა დაწესებულებების მიმართ მხოლოდ რეკომენდაციითა და გამოსწორების ვადის მიცემით შემოიფარგლებოდა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტის ვინაობა. „პუბლიკა“ ფინალისტებს მათი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ ესაუბრა; გამოჰიკთხა, რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ხუთ მასწავლებელს შორის ყოფნა.
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილე გახდა. ის ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს 100 სკოლას შორის, რომლებიც 5-9 ოქტომბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიუხედავად, ზოგადი განათლების სისტემა უამრავი პრობლემის წინაშეა და სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია, რის გამოც, შესაძლოა მომდევნო აკადემიური წელი სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელდეს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მარტის დასაწყისიდან შეწყდა, მათ შორის საბავშვო ბაღებშიც. შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი მშობელი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა - როგორ ეზრუნათ სახლში სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების განვითარებაზე.
მიმდინარე კვირაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათი ფინალისტი გამოვლინდა. „პუბლიკა“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა შეკითხვებით: რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ათ მასწავლებელს შორის ყოფნა? რა საჭიროებების წინაშე აღმოჩნდნენ მათი სკოლები, მოსწავლეები დისტანციური სწავლებისას და როგორ გაუმკლავდნენ სირთულეებს?
მომდევნო კვირის ბოლოს სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად სრულდება. მოსწავლეებმა წლიური შეფასებები უნდა მიიღონ. რამდენიმე კვირის წინ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა გეგმა - რა მეთოდით შეძლებენ სკოლები მოსწავლეების შეფასებას.
განსხვავებული და მრავალფეროვანია ის მიდგომები და საქმიანობები, რომლებსაც თითოეული დირექტორი სკოლის მართვისა და ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის იყენებს, რაც თავის მხრივ განპირობებულია იმ ინდივიდუალური საჭიროებებითა და შესაძლებლობებით, რომლებითაც თითოეული სასკოლო საზოგადოება ხასიათდება.
ინტერნეტი რომ არ აქვს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს სკოლამ? შეუძლია თავისი ბიუჯეტიდან იყიდოს და გადასცეს? ასეთი ინსტრუქცია გინახავთ? თითქოს მარტივი საკითხია, რომ სკოლას შეუძლია თუ არა, რომ ბიუჯეტიდან დაეხმაროს თავის მოსწავლეს. ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს სკოლა და როცა სახელმწიფომ იცის, რომ ვერ წყვეტს, მაშინ თვითონ უნდა დაიწყოს მოგვარება.
ნათია ანდღულაძის განმარტებით, ამ საგანმანათლებლო რესურსების მიზანია მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რათა თანაბრად საინტერესო იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი აკადამიური მოსწრების მოსწავლისთვის. დავალებები კი მიმართულია იმგვარი კომპეტენციების განვითარებისკენ, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლად სწავლის უნარები გამოიმუშაოს.