განათლება
ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის უზრუნველყოფაც მთავრობას მომდევნო წლებში აქვს მიზნად დასახული.
23-ე საჯარო სკოლა, რომელიც გაძლიერებული ფრანგული ენის სწავლებით არის ცნობილი, თბილისის ძველ უბანში, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სკოლის შენობას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, რომლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 14 მილიონამდე ლარი გამოყო.
გთავაზობთ კვლევის იმ ნაწილს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გამოწვევებს შეეხება. კვლევის ამ ნაწილში მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გზა. ამასთანავე, გაანალიზებულია სისტემაში არსებული გამოწვევები, ჩაღრმავებული ინტერვიუების დახმარებით, როგორც განათლების ექსპერტებთან, სკოლების დირექტორებთან, ასევე მასწავლებლებთან.
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღების წესებიც, რადგან განათლების პროგრამებზე, სამწუხაროდ, ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალი შედეგების მქონე აბიტურიენტები აბარებენ.
ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის კრიტიკა მატულობს. პედაგოგები ამბობენ, რომ აქტივობებს, რომელთაც სქემის მოთხოვნების დასაძლევად ასრულებენ, ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს. კრიტიკა შეეხება მასწავლებლების სხვადასხვა კატეგორიად დაყოფის საკითხს და იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც სტატუსის ასამაღლებლად სჭირდებათ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ტრენინგები. მასწავლებლები წუხან სავალდებულო ტრენინგების გამო, რომლებიც ხშირად არასამუშაო დღეებში ან შვებულების პერიოდში იმართება.
კანდიდატთა ნაწილი, რომლებმაც წელს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი ვერ გადალახეს, ეჭვობენ, რომ მათ შემთხვევაშიც არსებობდა „საბაბი“, რომლის გამოც ისინი სისტემისთვის „არაკეთილსამედოებად“ იქნენ მიჩნეული. კანდიდატების უმრავლესობა ღიად საუბარზე უარს ამბობს და სასამართლოს იმედი აქვს.
დღეს, ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge აერთიანებს STEM საგნების 15 ადაპტირებულ ციფრულ წიგნზე წვდომას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
წინა კვირას განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების შედეგები გამოაქვეყნა. გასაუბრებაზე გასული 755 აპლიკანტიდან 162-მა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.
საზოგადოებრივმა ალიანსმა „მასწავლებლებისთვის“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც ერთი მხრივ აღწერილია ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების არსებულ სისტემაშია, მეორე მხრივ კი პროფესიულ წრეებს და პედაგოგებს დისკუსიისთვის შესთავაზა რეკომენდაციები, რომელიც პედაგოგთა რეალურ პროფესიულ უწყვეტ განვითარებას შეუწყობს ხელს და არ იქნება „დღეს არსებული სისტემის მსგავსად ფორმალური.“
მინისტრის გადაწყვეტილება პედაგოგების ნაწილისთვის მისაღები არ არის. როგორც სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილე პედაგოგები აღნიშნავენ, ეს არ არის ის, რასაც ისინი მოითხოვდნენ და მინისტრის გადაწყვეტილება ბევრს არაფერს ცვლის.
„ბავშვთა კეთილდღეობის“ ახალი კვლევის თანახმად, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების თითქმის 80% აღნიშნავს, რომ კმაყოფილი არიან მათი შვილების მიერ სკოლაში მიღებული განათლებით.