განათლება

ლიკა ზაკაშვილი

კანდიდატთა ნაწილი, რომლებმაც წელს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი ვერ გადალახეს, ეჭვობენ, რომ მათ შემთხვევაშიც არსებობდა „საბაბი“, რომლის გამოც ისინი სისტემისთვის „არაკეთილსამედოებად“ იქნენ მიჩნეული. კანდიდატების უმრავლესობა ღიად საუბარზე უარს ამბობს და სასამართლოს იმედი აქვს.

სალომე გორგოძე

დღესდღეობით საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან ისეთი კვალიფიკაცია აქვს, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება,-   გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, რომელშიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის შედეგებია მოცემული, აჩვენებს, რომ 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია.

ნუცა კობახიძე

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უფასო სასკოლო კვების დანერგვას მიიჩნევს და დიდი ხნით არ დააყოვნებს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. სასურველი იქნება, თუ სასკოლო კვების პოლიტიკის შემუშავების პროცესში საქართველო გაიზიარებს და გაითვალისწინებს აზიისა და იაპონიის მაგალითსაც.

სალომე გორგოძე

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილე გახდა. ის ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს 100 სკოლას შორის, რომლებიც 5-9 ოქტომბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ.

სალომე გორგოძე

ანა თავხელიძემ 2018 წლის ივლისში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით, სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა. თემა ქართულ სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა. როგორც ანა გვიყვება, თემის შინაარსიდან გამომდინარე მოლოდინი ჰქონდა, რომ კომისიის წევრებთან ექნებოდა ცხარე, ჯანსაღი დისკუსია, თუმცა, როგორც ამბობს, ამის ნაცვლად კომისიის წევრების მხრიდან პირადი შეურაცხყოფა მოისმინა.

პუბლიკა

როგორც დირექტორები ამბობენ, ამ პროექტების მთავარი ღირებულება და მნიშვნელობა ისაა, რომ ისინი მიმართულია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ; სასკოლო საზოგადოებაში იმგვარი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლებს დაეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და საინტერესო გახდეს.

სალომე გორგოძე

მას შემდეგ, რაც სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების შესახებ კონკრეტული თარიღები გახდა ცნობილი, მშობლებისთვის დღის წესრიგში ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც ერთი მხრივ უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესს უკავშირდება, მეორე მხრივ კი უსაფრთხოებას.

პუბლიკა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში, თუმცა კვლევის რესპონდენტების მიერ საგნობრივ ჭრილში აღქმული სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალია მათემატიკაში.

პუბლიკა

დღეს, ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge აერთიანებს STEM საგნების 15 ადაპტირებულ ციფრულ წიგნზე წვდომას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

პუბლიკა

„ბავშვთა კეთილდღეობის“ ახალი კვლევის თანახმად, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების თითქმის 80% აღნიშნავს, რომ კმაყოფილი არიან მათი შვილების მიერ სკოლაში მიღებული განათლებით.

სალომე გორგოძე

მომდევნო კვირის ბოლოს სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად სრულდება. მოსწავლეებმა წლიური შეფასებები უნდა მიიღონ. რამდენიმე კვირის წინ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა გეგმა - რა მეთოდით შეძლებენ სკოლები მოსწავლეების შეფასებას.

სალომე გორგოძე

მიმდინარე კვირაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათი ფინალისტი გამოვლინდა. „პუბლიკა“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა შეკითხვებით: რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ათ მასწავლებელს შორის ყოფნა? რა საჭიროებების წინაშე აღმოჩნდნენ მათი სკოლები, მოსწავლეები დისტანციური სწავლებისას და როგორ გაუმკლავდნენ სირთულეებს?