პუბლიკა

მიმდინარე საარჩევნო დებატებში პრაქტიკულად არსად ფიგურირებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ რა ღონისძიებებს დაუწერს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, არადა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური საკითხია. იმედია პოლიტიკური ძალები მომავალში გაითვალისწინებენ მოსახლეობის განწყობებს აღნიშნული საკითხის მიმართ.

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროში, ჭაჭუნის აღკვეთილის ზამთრის საძოვრებზე ფერმერებს ცხვრის გამოსაკვებად სულ უფრო მეტი დამატებითი საკვები სჭირდებათ. კლიმატის ცვლილება და ჭარბი ძოვება საძოვრების დეგრადაციის მთავარი მიზეზია, ამბობენ ადგილზე მომუშავე სპეციალისტები.

ნათია ამირანაშვილი

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება - ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.

ქრისტინე მუჯირი

გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი 2022 წლის 1 ივლისიდან ვალდებული იქნება, რომ აღადგინოს დაბინძურებული გარემო პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ  მდგომარეობამდე.  ამას ითვალისწინებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა. ახალი კანონი „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება.

კოლხეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია თავისი ლანდშაფტით და ჰაბიტატებით, თუმცა, ამავდროულად არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მკვლევართა ჯგუფი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ორი წელია ადგილობრივ ეკოსისტემას და მის გარშემო წარმოქმნილ პრობლემებს იკვლევს. როგორ სწავლობენ ადგილობრივ ეკოსისტემას, რა მონაცემებს იღებენ მკვლევრები და რატომ არის მიმდინარე კვლევა ხალხისთვის მნიშვნელოვანი?

პუბლიკა

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მრავლობითი საფრთხეების მართვა და შესაბამისი სისტემური მიდგომების შემუშავება ახალია როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. საქართველომ, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, საკმაოდ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით. თუმცა, ახალი სისტემების დანერგვა და ამოქმედება ჯერ კიდევ სამომავლო პერსპექტივაა.

ქრისტინე მუჯირი

„ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, თუკი რამე სასარგებლო იყო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც 2 წლის წინ მიიღეს, ყველაფერს შლიან და გვაბრუნებენ წარსულში, როდესაც ყველაფრის მშენებლობა დაშვებული იყო. ეს არის ძალიან მძიმე ანონსი“

პუბლიკა

შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება, რომელიც აუარესებს ჰაერის ხარისხს, არის სხვადასხვა გარე და შიდა წყაროებიდან გამოფრქვეული დამაბინძურებლების ნაზავი, მათ შორის - ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერებები, შეშის არაეფექტური ღუმელებიდან გამოფრქვეული მტვერი, ტყვიის შემცველი საღებავები, სათამაშოები და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ ანუ „საბუკო“ ჭაჭუნას აღკვეთილში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მათ 2019 წლიდან აღკვეთილისთვის მდინარეების, ჭალის ტყეების და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი დაიწყეს.

რეკლამა

საქართველოს ბანკი CNF-ის (Cavcasus Nature Fund) დახმარებით 11 დაცული ტერიტორიის მხარდაჭერას უკვე 10 წელია ახორციელებს. ესენია: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, თუშეთი, ვაშლოვანი, მტირალა, ჯავახეთი, ყაზბეგი, ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთი და მაჭახელა.

  • 1
  • 2