დავით ბუხრიკიძე

1. რომელ საათზე დავნიშნოთ სპექტაკლები – 5-ზე, 6-ზე? თბილისის ტრეფიკი და საცობები ხომ წარმოგიდგენიათ... მოკლედ, კომენდანტის საათი ჩემთვის უმთავრესი საკითხია.

დავით ბუხრიკიძე

და მაინც, ამ პერფექციონისტული რეჟისორული ნამუშევრისა და შესანიშნავი ვოკალისტების ფონზე, გამორჩეულია ვენის საოპერო სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი, ვოკალური თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, შინაგანი სიძლიერითა და ვნებით სავსე კარმენი - ანიტა რაჭველიშვილი.

დავით ბუხრიკიძე

თუ როგორ მოახერხებენ რეგიონული თეატრები უკვე ჩავლილი ბრწყინვალების შემდეგ მოახლოებული სიღატაკისა და პანდემიის პირისპირ არსებობას, უკვე მათ შემოქმედებით აქტივობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

დავით ბუხრიკიძე

ჟან-კლოდ კარიერი ბოლო წლებში ასევე მუშაობდა სახელოვან მწერალთან და პუბლიცისტთან, უმბერტო ეკოსთან. 2009 წელს კარიერმა და უმბერტო ეკომ გამოაქვეყნეს საუბრები მედიის მომავლის შესახებ.

დავით ბუხრიკიძე

როდესაც 2019 წელს თბილისში, სტრიტ-არტის ფესტივალი - TBILISI MURAL FEST- დაარსდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი ენა, ვიზუალური თუ სოციალური გზავნილები მალევე ჩაეწერებოდა ძველი თუ ახალი თბილისის არქიტექტურაში, გაუცხოებულ ურბანულ გარემოში, ხოლო ნაცრისფერი კორპუსების გიგანტური კედლები ათასგვარ ფერებად შეიმოსებოდა.

მიხეილ ციხელაშვილი

ასე ავლებს პარალელს ტაიკა უაიტიტი საკუთრ ბავშვობასთან და ამავდროულად ესაუბრება ყველა იმ ბავშვს, რომლისთვისაც ისტორიის ნაცისტური იდეოლოგიით სავსე ფურცელი ტაბუდადებულ და აუხსნელ თემას წარმოადგენს.

დავით ბუხრიკიძე

1993 წლიდან  ლარს ნურენი მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრში. ასევე თანამშრომლობდა შვედურ ტელევიზიასთან. განსაკუთრებით საინტერესოა პერიოდი, როდესაც სამეფო დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა სტოკჰოლმში (1999 - 2007 წლები), 2009 წლიდან - სახალხო თეატრს გეტებორგში. განსაკუთრებული პუბლიცისტური და პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა 2007 წელს გამოქვეყნებულ პიესას „ანა პოლიტკოვსკია, მეხსიერება“, რომელიც მოგვიანებით დაიდგა შვედეთსა და გერმანიაში.

დავით ბუხრიკიძე

რეზო გაბრიაძე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. და კიდევ, გაგვიმხელს, რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში; პროზაში, რომელსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლის პოეზიასაც ვერასდროს ვამჩნევთ!

ნინო ძანძავა

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ – ასე ჰქვია ალექსანდრე კობერიძის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დაჯილდოვდა. მობილური ტელეფონით გადაღებული 202-წუთიანი ფილმი არ ჰგავს არც ერთ ქართულ ფილმს, თუმცა ქართული კინოს ისტორიას ნამდვილად ატარებს. 

2019 წელი გარკვეული თვალსაზრისით ქართული ქვიარ კინოსთვის თვითგამორკვევის ახალ ფაზადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მაყურებელმა ქართულ კინოთეატრებში სამი ისეთი ფილმი იხილა, რომელშიც ცენტრალური ჰომოსექსუალური ურთიერთობაა.

თეო ხატიაშვილი

უნდა აღინიშნოს, რომ „ნელი კინო“ უფრო ფართო მოძრაობის, ფაქტობრივად, სუბკულტურის ნაწილია, რომელსაც “ნელ მოძრაობას” უწოდებენ. ეს უკანასკნელი უპირისპირდება თანამედროვე ავტომატიზებული და მექანიზებული სამყაროს აჩქარებულ რიტმს, რომელიც აისახება ცხოვრების წესსა თუ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და სადაც ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ „რამდენად კარგად“, არამედ ის, თუ „რამდენად სწრაფად“.

დავით ბუხრიკიძე

სატელევიზიო დრამაში განაკუთრებული თითქმის არაფერია: ძირითადად, მსხვილი პლანებით, წმინდა სატელევიზიო გამოსახულებითა და მხატვრული დეტალებით გამოირჩევა. გარკვეული პერფექციონიზმითაა აღბეჭდილი მხატვრობა და კოსტიუმებიც (ვერონიკა ალბერტი), ხოლო კარგად გაწვრთნილი თეატრალური მსახიობების თვინიერი თუ ზომიერი თამაში, არც ხელს გიშლით და არც განსაკუთრებული მიღწევებით გამახსოვრდებათ.