სათემო უსაფრთხოება
ზუგდიდში მეტადონის პროგრამის წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილება რამდენიმე სისტემური პრობლემის არსებობაზე მეტყველებს. სტიგმასთან ბრძოლის საჭიროების გარდა, წლებია სათემო ორგანიზაციები პროგრამის დიზაინის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, რასაც გავლენა ექნებოდა არსებულ გამოწვევებზეც. წლების განმავლობაში ამ საკითხების მოუგვარებლობამ კი უკმაყოფილების ისრები მხოლოდ ბენეფიციარებისკენ მიმართა და საზოგადოებაში პროგრამის მიმართ სკეპტიციზმიც გააღრმავა.
„არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი კლავს“, „უთხარი უარი ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ – გიფიქრიათ, სკოლის კედლებზე გამოკრულ ამ ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე მოწოდებებს მოაქვს თუ არა შედეგი? რას ფიქრობთ, რამდენად საკმარისია სასკოლო ძალისხმევა და საერთოდ, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა?
პრევენცია არ უნდა დავიყვანოთ კამპანიურ ღონისძიებებზე, არც მარშ-გარბენებზე, რომელიც ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღ წესს, არც ფსიქოაქტიური ნივთიერებების რისკის თაობაზე ინფორმირებასა და შესაბამის ლოზუნგებზე. პრევენცია უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი იმისათვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, სკოლა იყოს კარგი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის იყოს ხელმისაწვდომი განვითარების შესაძლებლობები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, არსებობდეს ფსიქოლოგიური და სოციალური ზრუნვის სერვისები.
რა არის პრევენციული პროგრამის მიზანი, როგორ დანერგეს ის გერმანიაში და რა გამოცდილებას უზიარებენ ქართველ კოლეგებს – პრევენციულ პროგრამაზე უფრო დეტალურად „პუბლიკასთან“ ელენ ჰიპი და პიტერ აიხინი საუბრობენ
რა არის ონლაინ სექსზე დამოკიდებულება, რა გამოწვევების წინაშე აყენებს ის ადამიანს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მართვა/მოგვარება – ამ საკითხებზე „პუბლიკას“ გერმანელი პროფესორი კლაუს ვოლფლინგი ესაუბრა.
დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე - როგორი მიდგომები აქვთ გერმანიაში და როგორ ეხმარებიან ადამიანებს ამ გამოწვევასთან გამკლავებაში? - ამ საკითხებზე „პუბლიკას" გერმანელი პროფესორი კლაუს ვოლფლინგი ესაუბრა
საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ პროგრამებს სისტემური ხასიათი არ აქვს და, გარდა ფრაგმენტული აქტივობებისა, მოზარდებზე ზრუნვის ეს საფეხური კვლავ გამოტოვებულია, მაშინ როცა, საგანმანათლებლო სექტორს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისგან ახალგაზრდა თაობის დაცვაში
„პრევენცია საქართველოში ხშირად გაგებულია, როგორც პიარი, ხმამაღალი ლოზუნგები - „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნარკოტიკის, ნარკოტიკი ცუდია“. ეს არ არის პრევენცია, ძალიან ხშირად ეს უნებლიე პოპულარიზაციასაც უწევს ნარკოტიკებს. პრევენციის დანერგვიდან 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ დადებითი შედეგები მოვიმკათ. ამიტომ, მისი დაფინანსება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის არ არის მომხიბლავი"
ჯანმრთელობის პედაგოგმა, ლუიზა ვესტერჰაუსმა და სოციალურმა მუშაკმა, იანა ჰიუბნერმა ქართველ კოლეგებს მოზარდებთან ფსიქოკონსულტაციის გამოწვევებზე, მოტივაციის შექმნაზე, ინტერნეტის ჭარბად მომხმარების რისკებსა და კონსულტირების სპეციფიკაზე გამოცდილება გაუზიარეს.
„სახელმწიფომ უნდა გამოიკვლიოს დანაშაულის სოციალური მსაზღვრელების გავლენა მთლიან კრიმინოგენურ მდგომარეობაზე და აწარმოოს სოციალური პოლიტიკის თანმდევი სისხლის სამართლის პოლიტიკა ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაისინჯოს და განისაზღვროს"
„გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გაიგონ, რომ ფსიქოსოციალური პროგრამები ყველაზე ეფექტურია და ეს იქნება კარგი ინვესტიცია. ამიტომ ამ მიმართულების განვითარებაზე ფიქრი აუცილებელია, რადგან ესაა გამოსავალი"
- 1
- 2