საზოგადოება
„ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, თუკი რამე სასარგებლო იყო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც 2 წლის წინ მიიღეს, ყველაფერს შლიან და გვაბრუნებენ წარსულში, როდესაც ყველაფრის მშენებლობა დაშვებული იყო. ეს არის ძალიან მძიმე ანონსი“
ზედოზირების დროს გამოსაყენებელ უალტერნატივო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის მხრივ მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობდა - გაიგეთ როგორ მოქმედებს ის და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ
საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.
ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი და რა კრიტიკული შენიშვნები აქვს მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა
ჩვენ კი ხშირად ვივლით ამ ხევსურულ სოფელში. ციხე-სახლ „ხახაბოში“ ღიმილიანი დიასახლიდი გვიმასპინძლებს. პაატა კი ცხენით შემოგვატარებს ხახაბოს გარშემო მთებს.
ღმერთმა ეს სამყარო შექმნა მრავალფეროვანი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, არც ერთი ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველა ადამიანი უნიკალურია. რასობრივი, ლინგვისტური, გენდერული, სექსუალური, კულტურული მრავალფეროვნება არეკლავს ამ სამყაროს შემოქმედის ჩანაფიქრსა და ბუნებას. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა!“ – როგორც ამას შოთა რუსთველის პოეზია ღაღადებს უკვე მრავალი საუკუნეა.
და კიდევ ერთი... თბილისი პრაიდის გახსნაზე, კლუბ „ხიდის“ დარბაზში დაალოებით 250-300 სტუმარი შეიკრება. თუმცა მათ შორის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თავად ქვიარ თემის ოჯახის წევრების ხმამაღალი მხარდაჭერა იყო: „ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!“ სწორედ ასეთი იქნება დღეს, ღირსების მარშზე გამოსული ადამიანების დევიზიც.
როცა საქმე სიმთვრალეში მართვის გამო პატიმრობას ეხება, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ასევე ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზანს მისაღწევად აღსრულების ნაწილიც უნდა გამკაცრდეს, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სიმთვრალეზე ადრე თუ გვიან შეამოწმებენ, ამჟამინდელი აღსრულების მექანიზმი სუსტია და მძღოლები გარისკვას არ უშინდებიან.
რა სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა ბერკეტები რჩებათ ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესს ადვოკატირებას უწევენ? „პუბლიკა“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტების ხელმძღვანელს, ნანა გოჩიაშვილს ესაუბრა.
გიორგი ნეფარიძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ მთავრობის ყურადღება ვერ მიიქციეს, ამიტომ გადაწყვიტეს, აშშ-ის ელჩს სთხოვონ შუამდგომლობა და დახმარება:„უკვე 20 დღეა, უკიდურეს ფორმას მივმართეთ, შიმშილობის პარალელურად, პირი გვაქვს ამოკერილი. მთავრობისგან ელემენტარული ყურადღება არ გვიგვრძნია. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მეტად უსმენენ, ამიტომ იქნებ კელი დეგნანს მაინც მოუსმინონ“.
უკვე მეექვსე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ქალები შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, პირიც ამოიკერეს. ისინი ამ ფორმით შეუერთდნენ თანასოფლელების პროტესტის უკიდურეს ფორმას. 5-მა ადგილობრივმა პროტესტის ამავე ფორმას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.