საზოგადოება
სტატიებში, რომლებიც გაერთიანდა პროექტში „ეროვნული ევროპულია", განხილულია ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ ვოლსკის და სხვა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებული წერილები, რომლებშიც ისინი ამკვიდრებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ გარიყვა ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ქართული კულტურის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.
ვებგვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ნარკოლოგიურ სერვისებზე; აქ წაიკითხავთ რჩევებს მშობლებიც; ვებგვერდზე ნახავთ თვითშევსებად ტესტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თავად გაერკვეთ, გაქვთ თუ არა პრობლემური დამოკიდებულება სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე და ა.შ.
ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება იწვევს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანს შეიძლება გადაეცეს კვებითი ჯაჭვის ან თუნდაც ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბინაო ფონდი კერძო საკუთრებაში გადავიდა, ხოლო საბინაო მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთლიანად კერძო სექტორზე იქნა დელეგირებული.
ჩვენ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს უსახლკარო პირი თეორიულად, პრაქტიკაში კი განსხვავდება ეს გამოცდილება. არ გვაქვს ერთიანი განმარტება. ეს ქმნის პრობლემას მუნიციპალიტეტებისთვის, რომ განსაზღვრონ, ვის მიანიჭონ ეს სტატუსი და ვის არა. სტატუსის მინიჭება კი საბოლოოდ მაინც არ ნიშნავს საცხოვრისით დაკმაყოფილებას.
„მევახშეობა უპირველესად სიღარიბესთან, არასათანადო სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების ხარვეზებთან არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ჯანმრთელობის საჭიროებების გამო თანხმდებიან მევახშეების მიერ შემოთავაზებულ მძიმე პირობებს"
ქალების შრომა დღესაც საქართველოს ეკონომიკისა და უამრავი ოჯახის უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყაროა. ამას როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან საზღვარგარეთ წასული ათასობით ემიგრანტი ქალი და მათ მიერ გამოგზავნილი სოლიდური თანხაც მოწმობს.
სად არის ქართველური ენების წარმოშობის ადგილი, როგორ დაიყო ენა სვანურად, ქართულად, მეგრულად და ლაზურად? როგორ წარიმართა ჩვენი ენის ევოლუცია?
რა გავლენა ექნება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის შემოღებას საქართველოს შრომის ბაზარზე? რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ ქვეყანში და რამდენად შეესაბამება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვა საქართველოს კონსტიტუციას? - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საქართველოსთვის შეთავაზებულ უმუშევრობის დაზღვევის მოდელებს ქართველი ექსპერტები/მკვლევრები - ანა დიაკონიძე, ია ერაძე და ვახტანგ ნაცვლიშვილი, სხვადასხვა ასპექტის მიხედვით მიმოიხილავენ და აფასებენ.
„გამცილებლის გარეშე გადაადგილება გარემოში საკმაოდ ძნელია, რადგან სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, გარემო არ არის ადაპტირებული"
„შესაძლებელია, საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება"
ფოტოების სკანირების შემდეგ (თუმცაღა ამას ნეგატივებზე ყურებითაც მივხვდი) დავრწმუნდი, რომ აღმოვაჩინე პატარა „განძი“ - უნიკალური და სრულიად უცნობი ფოტოები. მათი მცირე ნაწილი, სულ 80 ფოტო, განვათავსე ჩემს ფეისბუქგვერდზე, რომელსაც სულ რამდენიმე საათში ათასობით ნახვა ჰქონდა.