სპორტი
ალბათ, არ ვიდავებთ, რომ ბრაზილია განსაკუთრებულია. ფეხბურთის მიმართ მათი არანორმალური ვნება, ყველა წამის დღესასწაულად და შოუდ ქცევა, ის გიჟური მიზიდულობა, სულ რომ გინდა უყურო - გაიტანონ, იცეკვონ, მერე კიდევ გაიტანონ, კიდევ იცეკვონ, გაფუჭებულ მომენტებზე იცინონ, ღვაწლმოსილი მწვრთნელი აცეკვონ, რიტმი სხეულის ყველა ნაწილში ჰქონდეთ გამჯდარი, იმღერონ და იცეკვონ მაშინაც, როცა მთლად საცეკვაოდ არ აქვთ საქმე; მეტოქის საჯარიმოში აკრობატულ დარტყმებს ასრულებდეს 39 წლის მცველი დანი ალვეში - ესაა ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „სელესაო“.
B დივიზიონში ინგლისი, ავსტრია, ჩეხეთი, თურქეთი, ნორვეგია, საბერძნეთი და სხვები გველიან. უფრო მაღალი დონის მეტოქეები, მეტი ხარისხი და უფრო მეტი გამოწვევა.
ბოლო დღეებია ვნებათაღელვა არ წყდება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, Australian Open-ის 9-გზის გამარჯვებულის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ. არავაქცინირებული სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად შეუშვეს ქვეყანაში, თუმცა 5 იანვარს, მელბურნის აეროპორტში ჩასულ ნოვაკს და მის გუნდს სასაზღვრო სამსახურმა ვიზა გააუქმა.
პოცეკოს გუნდი თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა, მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების გარეშე და ლოგიკურად ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. თუმცა, როგორც საფეხბურთო ნაკრებმა ვერასდროს გატეხა ირლანდიური ნავსი, ისე საკალათბურთო ნაკრები ვერ უხერხებს ვერაფერს იტალიას, აგერ უკვე 12 მატჩია.
შესაძლოა, გერმანიის ფიასკომ და სპორტულმა შედეგმა ეს ფაქტი ბევრისთვის გააუფერულა, თუმცა არა მათთვის, ვინც წლების განმავლობაში შრომობს და იბრძვის სპორტში გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად. სამუშაო კი, ძალიან ბევრია, რადგან მუნდიალზე, მამაკაცთა „შეურყვნელ“ სამყაროში ქალი არბიტრის გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელებში კვლავ უამრავი სექსისტური „მარგალიტი“ წავიკითხეთ.
- 1
- 2