სპორტი
208 მილიარდად აგებულ სუპერთანამედროვე სტადიონებზე ფეხბურთის მოქმედი ღმერთი ირბენს; იქვე იქნებიან პორტუგალიელი ეგოცენტრიკი და თავხედი ფრანგი ბავშვი, ექსცენტრიული ბრაზილიელი და რობერტ ლევანგოლსკი, ფლეგმა ჰარი კეინი და კლდე კარის ერისთავი ნოიერი, ჩია პროფესორი ლუკა მოდრიჩი და კვარას ძმა ზამბო ანგისა, მარადიული ტომას მიულერი და ბომბდამშენი ლუკაკუ, მფრინავი ფედე ვალვერდე თავისი სუპერ-დუპერ შემტევი ძმებით, ვირჯილი მერსისაიდიდან და მემფისი კატალონიიდან. კიდევ ვინ ვთქვათ, რომ ცოტა ავღელდეთ? მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ხალხნო!
ნახვამდის დიდო კაცო! პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა შენი სისულელე გვიპატიებია! ადიოს!
დასრულდა. უზბეკეთის დედაქალაქში ტატამი აშალეს და ახლა ყველა სტატისტიკას უკირკიტებს. სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.
ახლა ის დროა, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა შეიძლება მართლა აგვიხდინოს დიდი ოცნება და ამდენი ჯახირის შემდეგ იქნება მართლაც გავიდეთ ასე ნანატრ ევროპის ჩემპიონატზე.
პელეს პორტუგალიურად საუბრის სპეციფიკური მანერა ჰქონდა და წინადადებას თითქმის ყოველთვის შეკითხვის ფორმით ამთავრებდა: entende? (“გაიგე?“). და დღეს, როცა მილიონობით ბრაზილიელი გაიგებს პელეს სიკვდილს, ასევე იკითხავს: entende?
ჩხუბსა და გარჩევებზე ბევრი დაიწერა და ამაზე დროს აღარ წაგართმევთ. ბევრი თვლის, რომ არგენტინელების „ბინძური“ საქციელი ფეხბურთს არ შეეფერება, არასპორტული და უღირსი საქციელია. მე კი, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან ერთად მგონია, რომ ეს სპორტის ამ სახეობის ნაწილია და ყველა ყოველთვის იდეალური ვერ იქნება. ადამიანებს ძირითადად ემოციები გვმართავს და ლეოც ნახევრად ადამიანია, ზოგჯერ.
მიხეილ მახარაძე, კარატეს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი, „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ფედერაციაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის 26 იანვარს ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი კახა ბასილია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დამნაშავედ ცნეს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ნაკრების ბერძენ დამრიგებელს წელს ჩაამთავრებინებს და ცვლილებებზე მერე დაფიქრდება, თუ აპირებენ საერთოდ. ცვლილებები კი, ნამდვილად გვჭირდება.
ირანი ვახსენეთ და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის საოცრად ემოციური წუთები, როცა ირანელმა ფეხბურთელებმა ისლამური რესპუბლიკის ჰიმნი არ იმღერეს. „ირანელი ხალხის ხმა უნდა ვიყოთ“ - თქვა მატჩის წინ კაპიტანმა, ეჰსან ჰასაიფმა და მისმა გუნდმა ეს ძალიან შთამბეჭდავად გააკეთა - უხმოდ! ასე იყო ტრიბუნებზეც, მაგრად მოკუმული ტუჩებით, ზემოთ აწეული დროშებითა და მესიჯებით - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ (Woman Life Freedom)
შეხედეთ ამ თასს, რა ლამაზია! შეხედეთ ამ კაცს, როგორ უხდება ეს ლამაზი თასი. ზედიზედ მეორე მუნდიალზე ღმერთი კაცთა შორის საუკეთესოდ დასახელდა და ისტორიაში პირველია, ვინც ეს შეძლო.
ზოგჯერ ღმერთი იღბალს საკუთარი თავისთვისაც იმეტებს. 64-ე წუთი, უზუსტესი დარტყმა, ზეაღმართული ხელები. ცას ახედა, დაელაპარაკა იქ, ზემოთ და მერე ენცოსაც გაატანინა. ღმერთი ისევ საქმეშია. თუმცა, წინ მესამე, გადამწყვეტი ტურია.
საყვარელ სპორტსმენებზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება, რომ ვსაუბრობთ ხშირ შემთხვევაში სიღარიბეში გაზრდილ ბიჭებზე და გოგონებზე რომელთა დიდ ნაწილს არათუ წესიერი განათლება არ მიუღია, ბევრმა ნორმალურად წერა-კითხვაც მოგვიანებით ისწავლა. ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ერთხელ ისიც კი აქვს ნათქვამი, - მეცინება ევროპელი ფეხბურთელები ჟურნალისტებს დალაგებულად რომ ესაუბრებიან, რადგან ჩემს გარშემო ვისაც კი ბურთი უგორებია ყველა ქუჩურად და „არარესპოდენტულად“ მეტყველებდაო.
- 1
- 2