აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს $1,1 მილიონს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები  ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1,1 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს:

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა”,-წერია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.