აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 912 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 31 მარტს კორონავირუსით 912 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების ახალი 24 742 შემთხვევა დადასტურდა. Worldometer-ის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აშშ-ში ეს ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია, როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების მხრივ. მანამდე ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა, ორშაბათს, 30 მარტს დაფიქსირდა – 558.

ამ დროისთვის, აშშ-ში სულ 188 592 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 7 251 განიკურნა, 4 055 კი გარდაიცვალა.

აშშ-ს მსოფლიოში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს. მსოფლიოში ამ დროისთვის ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 859 825 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 335 უკვე გამოჯანმრთელდა, 42 341 კი გარდაიცვალა.