ავტომობილის ჩამოყვანა საქართველოში – როგორ მუშაობს ეს პროცესი CarMark-თან ერთად

ავტომობილის იმპორტი, ერთი შეხედვით, მარტივ პროცესად აღიქმება: ბიდი, ჩამოყვანა და ა.შ. სინამდვილეში, ამ ნაბიჯებს საკუთარი დეტალები, ვადები და ხარჯები ახლავს. ვინც ამ პროცესს პირველად გადის, მას ხშირად სწორედ ამ დეტალების გარკვევა ურთულდება.

CarMark ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდში კომპანიამ ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან 20 000-ზე მეტი ავტომობილი ჩამოიყვანა. პროცედურები, რომლებიც ახალ მყიდველს ბუნდოვნად ეჩვენება, „ქარმარკის“ გუნდისთვის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია.

ავტო იმპორტი თბილისში ძირითადად ამერიკულ ბაზარს ეყრდნობა. საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების 80 პროცენტზე მეტი Copart-სა და Manheim-ზე მოდის. ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ამ გზით შეძენილი ავტომობილი მინიმუმ 35 პროცენტით იაფია.

ამერიკული მანქანები ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა, მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის. CarMark-ის გუნდი საჭირო პროცედურებს დასაწყისშივე ატარებს, რათა კლიენტს ბიდის განთავსებამდე სრული სურათი ჰქონდეს.

ამერიკა ერთადერთი ვარიანტი არ არის. იაპონური ბაზარი სხვა ლოგიკით მუშაობს: აუქციონები 5-ბალიანი სისტემით აფასებს მანქანებს. CarMark იაპონიიდან მარცხენასაჭიანი მოდელების მოძიებაში ეხმარება მყიდველებს, რაც ქართული გზებისთვის პრაქტიკული არჩევანია.

გერმანული ბაზარი პრემიუმ კლასსა და ტექნიკურად გამართულ ავტომობილებზეა ორიენტირებული. TÜV სერტიფიკატი, რომელიც გერმანულ მანქანებს ახლავს, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი დასტურია.

ჩინეთი კიდევ ერთი მიმართულებაა, განსაკუთრებით ელექტრომობილების კუთხით. ტრანსპორტირება სამ კვირამდეა, ხოლო მოდელების ასორტიმენტი – ფართო.

საუკეთესო ელექტრო მანქანები საქართველოში სხვა საგადასახადო პირობებით შემოდის. ელექტრომობილების იმპორტი აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლებულია. ეს სხვაობა კონკრეტულ ციფრებში ჩანს, თუ ელექტრომობილს ამავე ასაკის შიგაწვის ძრავიანს შევადარებთ. Tesla Model 3 და Model Y ბაზრის ლიდერია, BYD Seal და Atto 3 ტექნოლოგიურად კონკურენტული ვარიანტებია, Hyundai Ioniq 6 და Nissan Leaf კი სხვადასხვა ბიუჯეტის მყიდველზეა გათვლილი.

„ქარმარკის“ მომსახურება მანქანის შერჩევიდან იწყება. ამ ეტაპზე კომპანიის გუნდი ამოწმებს ავტომობილის ისტორიას და კლიენტს სრულ ინფორმაციას აწვდის. ბიდინგის პროცესს კომპანია პროფესიონალურად მართავს, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ნაბიჯი დამკვეთთან არის შეთანხმებული.

ტრანსპორტირების შემდეგ, განბაჟება და, საჭიროების შემთხვევაში, რემონტის ორგანიზება – ეს ყველაფერი ერთი კომპანიის ფარგლებში ხდება. დამკვეთს არ სჭირდება სხვადასხვა მომწოდებელთან კოორდინაცია. ტრანსპორტირებისას ავტომობილი სრულად დაზღვეულია.

დამოუკიდებლად ავტომობილის გამოწერა გარკვეულ რისკებს მოიცავს: დამალული დაზიანებები, გაუმჭვირვალე ლოჯისტიკა, ბიდინგის გაუთვლელი ხარჯები. ეს რისკები ეკრანზე ნაჩვენებ ფასში ყოველთვის არ ჩანს.

„ქარმარკის“ გუნდი ადგილზე, ამერიკაში, ამოწმებს მანქანებს. პრაქტიკაში, ეს სხვაობა ხშირად გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე – გამართლებულია თუ არა ყიდვა.