აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად პირველი პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ქალია, რომელიც ირანიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში მოათავსეს.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეორე დღეს ქვეყანამ ირანთან საზღვრები ჩაკეტა.

აზერბაიჯანში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.