ბათუმში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი არმაზ ახვლედიანია

პუბლიკა

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა. არმაზ ახვლედიანი ბათუმში დღეს პარტიის ლიდერებმა წარადგინეს.

„არმაზ ახვლედიანი არის გამოცდილი პოლოტიკოსი, თავისი ქვეყნის და ქალაქის დიდი მოყვარული და გულმხურვალე პატრიოტი, რომელმაც იცის, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს“, –  განაცხადა წარდგენაზე დავით ბაქრაძემ.