ბერლინში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

ბერლინში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – 35 და 40 წლის კაცები.

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებისას მათ თან ჰქონდათ კარის გასაღებად საჭირო მოწყობილობები და მოპარული ნივთები.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქუჩაში შენიშნა კაცი, რომელსაც მისი მოპარული ნივთები ელექტრო სკუტერით მიჰქონდა. პოლიცია სწორედ ამ კვალს გაჰყვა და იმ ადგილს მიაგნო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მოპარული ნივთები ჰქონდათ შენახული.

საქმის გამოძიებას ბელინის პოლიცია აგრძელებს.