ბოიკოტის თემაზე 20 000 ადამიანი გამოვკითხეთ - ხაზარაძე

პუბლიკა

„ჩვენ გამოვკითხეთ პერსონალურად 20 ათასი ადამიანი, რომლებმაც ჩვენ ხმა მოგვცეს. 91%-მა გვითხრა, რომ პროტესტი და ბოიკოტი არის სწორი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ფორმულას“ ეთერში ხაზარაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ნიკა მელიას საქმის განახლებაზე საუბრობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას და კონსესუსს ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისით საზოგადოება დაიღალა.

„ჩვენ გამოვკითხეთ პერსონალურად 20 ათასი ადმიანი, რომლებმაც ჩვენ ხმა მოგვცეს. ამ 20 ათასიდან 91%-მა გვითხრა, რომ პროტესტი და ბოიკოტი არის სწორი გადაწყვეტილება. მე არ ვალაპარაკობ რაღაც დაკვეთილ კვლევაზე, ბოლო 2 თვე ვატარებთ ამ კვლევას და ამ გამოკითხვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იმ პოზიციაზე ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, – განაცხადა ხაზარაძემ.