ბორჯომში „ქართული ოცნების“ წევრებისა და მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

პუბლიკა

ბორჯომში უმრავლესობის წევრებისა და მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეხვედრა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და როგორ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, მხოლოდ სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

უმრავლესობის სხვა წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთბიათ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მერობის კანდიდატების განხილვა და ასევე, შიდაპარტიულ გადანაცვლებებზე საუბარი არ იქნება.

„მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს გრძელვადიან განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ კი იქნება პრემიერის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამ გამოსვლის წინ გარკვეულ სამუშაო შეხვედრას ვმართავთ.

საკადრო ცვლილებები მაღალ დონეზე და პარტიულ მენეჯმენტში მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა იყოს ცვლილებები ადგილობრივ დონეზე, რაც შეეხება შტაბის უფროსებს და სხვა, თუმცა, დღეს ეს საკითხები არ განიხილება, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.