ბრენდირებული ნივთები და პრომო აქსესუარები

კომპანიების ნაწილი ბრენდის ხილვადობაზე ციფრული ინსტრუმენტებით ზრუნავს – ვებ-საიტი, სოციალური ქსელი, ბანერი. ყველა ეს გზა მხოლოდ კონკრეტულ მომენტში მუშაობს, ბრენდირებული ნივთი კი სხვა ლოგიკით მოქმედებს: ის ბრენდს ყოველდღიურ სივრცეში ათავსებს.

ნივთების დაბრენდვა დღეს სხვა კრიტერიუმებს ემყარება. ათი წლის წინ საკმარისი იყო, ლოგო ნებისმიერ ნივთზე განეთავსებინათ. ახლა კი კომპანიებს აინტერესებს, ასეთ ნივთს ადამიანი რეალურად გამოიყენებს თუ არა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბრენდირებული ნივთი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის ფუნქციას, როდესაც ის ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეფექტური კატეგორიებია ტანსაცმელი, საოფისე ნივთები და ყოველდღიური აქსესუარები. მაისურებზე ბეჭდვა იმითაა გამორჩეული, რომ ადამიანი, რომელიც კომპანიის მაისურს ან ჰუდს სხვა გარემოშიც ატარებს, ყოველგვარი სარეკლამო ჩარევის გარეშე ბრენდის ყველაზე ბუნებრივი გამავრცელებელი ხდება. ამ ეფექტის მისაღებად კი ქსოვილი და ხარისხი, ლოგოსთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ბრენდირებულ ჩანთებს ამ კატეგორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ჩანთა ოფისში, სახლში, ხშირად კი საჯარო სივრცეშიც: კაფეში, ტრანსპორტში და ა.შ., ყველგან გვხვდება. ეს ბრენდს სრულიად ახალ აუდიტორიაში ათავსებს ისე, რომ ამის მიღმა ფასიანი სარეკლამო კამპანია არ დგას. ნაჭრის ჩანთა ფესტივალებსა და კონფერენციებზე ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სასაჩუქრე არჩევანია. 

პრომო აქსესუარებს, თერმო ჭიქას, წყლის ბოთლს, Power Bank-სა და ქოლგას ერთი პრინციპი აერთიანებს: ყველა ეს ნივთი ადამიანს ყოველდღე სჭირდება. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული მათი სარეკლამო ლოგიკა. განსაკუთრებით ეფექტურად ეს ნივთები კორპორაციული საჩუქრის ფორმატში მუშაობს – ახალი თანამშრომლის welcome პაკეტი, მომხმარებლისთვის საჩუქრად გადაცემული ნივთი, ღონისძიებაზე გავრცელებული პრომო. ამ შემთხვევებში ბრენდირებული ნივთი, სარეკლამო ეფექტის მიღმა, სხვა სიგნალსაც გვიგზავნის: კომპანია ადამიანის ყოველდღიურობაზე ფიქრობს.

ხარისხი ყველა ამ კატეგორიაში გადამწყვეტია. ნივთი, რომელიც სწრაფად ფუჭდება, ბრენდის შესახებ საპირისპირო სიგნალს აგზავნის. სარეკლამო კომპანია “კეიპაქსი” მომხმარებლებს ბრენდირებული პრომო ნივთების ფართო არჩევანს სთავაზობს.  PSI-ის, სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის, წევრობა და სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან პარტნიორობა კი აძლევს საშუალებას, თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად, ბრენდის ვიზუალურ იდენტობასთან შეთანხმებით შეიქმნას.