ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს 22 ივლისს კენჭი ხელახლა ეყრებათ

პუბლიკა

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი, – ამის შესახებ ცნობილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე  წარმოდგენილი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიასა და მაია ზარიძის კანდიდატურები.

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.