ჩეხეთში კორონავირუსის გამო ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დაიხურება - CNN

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 11 მარტიდან მოყოლებული ჩეხეთის მასშტაბით უნივერსიტეტების გარდა,  ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დაიხურება. მან ასევე განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ადამიანის შეკრებები აიკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ორშაბათის ჩათვლით ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფიცირების 31 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.