ჩემს ადგილს მე მაგალითად ვხედავ განათლების კომიტეტში - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში თავის თავს განათლების კომიტეტში ხედავს.

„ჩემს ადგილს მე, მაგალითად, ვხედავ განათლების კომიტეტში. ველაპარაკები მე უკვე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს შეხება და თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და არავის ამაზე ჯერ არ უმსჯელია“, – განაცხადა „გირჩის ლიდერმა.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა, ოპოზიცია პარლამენტში მუშაობის დასაწყებად ემზადება.

შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია ძალთა გადანაწილება პარლამენტში, რაც სხვადასხვა საკომიტეტო თანამდებობაზე ოპოზიციის წევრების დანიშვნას გულისხმობს.