ჭოპორტში კაცმა და და დედა მოკლა – შსს

პუბლიკა

გავრცელებული ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში 45 წლამდე კაცმა, სავარაუდოდ, დედა და და მოკლა.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მის დასაკავებლად.

ამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.