ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ - გიორგი გახარია

პუბლიკა

ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პირდაპირ ეთერში პარტიის წევრებს და მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

იგი რამდენიმე წუთის წინ ერთხმად აირჩიეს პარტიის – “საქართველოსთვის” – ხელმძღვანელად.

მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ის და მისი პარტიის წევრები – ერთიანდებიან “საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ”.

ის ამბობს, რომ არსებობს საკითხები, რაზეც პოლიტიკოსებმა ზეპარტიული პოზიცია უნდა დაიჭირონ, ისეთებზე, როგორებიცაა ოკუპაციის საკითხი ან ევროატლანტიკური ინტერგაცია.

მისი თქმით საქართველოს პოლიტიკურ კლასსი დაპირებების შესრულების დეფიციტია და სწორედ ამიტომ ისინი ერთიანდებიან “სიმართლისთვის და ქმედებისთვის, ქმედებისთვის და სიმართლისთვის.”