დაძრულია მაჟორიტარებზე შეხვედრა, გვარებამდე ვართ მისულები – გიგა ბოკერია

ვასკა მათითაიშვილი

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსვლის მერე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება დაწყებულია და უკვე კონკრეტულ კანდიდატებზე მიმდინარეობს საუბარი.

„თბილისში უკვე დაძრულია მაჟორიტარებზე შეთანხმება, გვარებამდე ვართ მისული“, –განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში დასამარცხებლად წინასაარჩევნოდ გადაწყვიტეს კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ აღარ გამართულა.