დაფინანსების ნაწილში საკმაოდ სუსტად ვართ - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

დაფინანსების შესახებ დასმულ შეკითხვაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტიის დაფინანსება იქნება ღია და გამჭვირვალე.

„პარტიის დაფინასება იქნება სრულად ღია და გამჭვირვალე, ამას ყველაფერს ყველა ნახავს. დაფინანსების ნაწილში საკმაოდ სუსტად ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ფასეულობებიდან გამომდინარე, რომელზეც იქნება დაფუძნებული პარტია და ეს არის ძლიერი საშუალო კლასი … ჩვენი ამოცანა იქნება ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში სოციალურ ბაზაზე და ფასეულობებზე დაყრდნობილი პარტია გავაკეთოთ და ეს იქნებ ძლიერი საშუალო კლასი, “- ამბობს გიორგი გახარია.

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის” 29 მაისს დააფუძნა.