დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ ტორონტოში კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოს მფლობელია - GNFC

პუბლიკა

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი” ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით, ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც „დასაწყისი“ ფესტივალის მთავარი ჯილდოს „ოქროს ნიჟარის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ტორონტოდან კარგი ამბები გვაქვს!დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო…

Posted by GNFC – Georgian National Film Center on კვირა, 20 სექტემბერი, 2020

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ფილმი ოფიციალურ სელექციაში დასახელდა.