დიპლომატიური მისიის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საქარათველომ დროზე მიიღოს ვაქცინა - ზალკალიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარეობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად მიიღოს.

„ამჟამად, ჩვენი დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მუშაობა იმაზე, რომ საქარათველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვაქცინა. მოგეხსენებათ, ეს არის ურთულესი პროცესი, ამიტომ ჩვენ უკვე ვართ შესული ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ ეს ვაქცინა დროულად იყოს მოწოდებული ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ზალკალიანმა.