„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია, ჩამოსულია კიევში“ - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადავ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის ძალიან ამაყია ასეთი თანამებრძოლით.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია ჩამოსულია კიევში. ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმით. მე მის ადგილას დავისვენებდი ციხის მერე, მაგრამ რასაც ვატყობ იმხელა ენერგია აქვს და იმხელა „დრაივი“, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც რაც არის გამარჯვების საწინდარი.

ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ძალიან ამაყი ვარ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით შეუვალობით და პრინციპულობით, “- ამბობს მიხეილ სააკაშილი.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ ისიც ძალიან ბედნიერია კიევში ვიზიტით და ბევრ საინტერესო ხალხს შეხვდა.