ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად წელს ბიუჯეტიდან 4 მილიონი გამოიყოფა - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.

კალაძის თქმით, აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით.

„პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები. […]

ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.