ელისაშვილი: დღევანდელი აქცია გუშინდელი შეხვედრის სულისკვეთების საპირისპიროა

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისიშვილმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინდელმა შეხვედრამ ბიძგი მისცა მოლაპარაკებების პროცესის განახლებას. ელისაშვილმა ასევე შეაფასა დღეს პარლამენტის წინ გამართული აქცია. მისი თქმით, დღევანდელი აქცია გუშინდელი შეხვედრის სულისკვეთების საპირისპიროა.

„გუშინ რაზეც შევთანხმდით და მთავარი მოწოდება რაც იყო, იყო ის რომ ორკვირიან ვადაში მოხდეს რეალურ შეთანხმებამდე მისვლა. მაგრამ მანამდე გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, რომ ორივე მხარემ შეარბილოს ტონი, მორჩეს მუშტების ბრახუნს, მორჩეს პროვოკაციურ ნაბიჯებს. დღევანდელი დღე და აქცია არის საპირისპირო იმ სულისკვეთების, რაც იყო გუშინ პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დროს.

ეს არის საპირისპირო ქმედება და გულდასაწყვეტია, თუმცა აქვე ხაზგასმით ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ვცემ პატივს. გუშინ ყველას გვკითხა ბატონმა მიშელმა, გვინდა თუ არა შეთანხმება და თუ გვინდა შეთანხმება, პირველი შევთანხმდეთ დეესკალაციაზე და პროვოკაციულ ნაბიჯებზე უარი ვთქვათ.  დღეს გავიღვიძეთ და აქეთ აქცია, იქით მუშტების ბრახუნი. ჯერ ხომ საერთოდ სამარცხვინოა, რომ უცხოელების გარეშე ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია. ისედაც ეს სამარცხვინო ამბავი გვჭირს და სიტყვის, შეთანხმების დარღვევა რამდენიმე საათში ქვეყნისთვის ძალიან ცუდია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile