ენდელაძე კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილებაზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 165;
  • თბილისი – 34;
  • რუსთავი – 4;
  • იმერეთი – 14 (2 – თერჯოლა, 12 – ქუთაისი);
  • გურია – 4 (1 – ლანჩხუთი, 3 – ოზურგეთი);
  • დუშეთი – 1;
  • ზუგდიდი – 2;

მარინა ენდელაძემ 24-ე გარდაცვლილ პაციენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 70 წლის მამაკაცს ონკოლოგიური და სხვა მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა:

„დღეს გარდაიცვალა 08:00 ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები. ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალნაოპერაციები. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ეფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კოვიდის მხრივ, გარკვეულწილად, გაუმჯობესდა, 3-4 სექტემბერს ორჯერადი დატესტვის შემდეგ იყო უარყოფითი, 11 სექტემბერსაც უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4140;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1643;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 25;
  • კარანტინის რეჟიმში – 5390;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;