ექსტრადირებულია პატიმრების წამებაში მსჯავრდებული მაღალჩინოსანი - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოში ექსტრადირებულია სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვლადიმერ კაპანაძე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის და მისჯილი აქვს 8 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურის მიხედვით, დადგენილია, რომ კაპანაძემ, რომელიც 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას, პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. კაპანაძე თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.

პროკურატურის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.