ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა | 1 დოლარი - 3.08 ; 1 ევრო - 3.39

ეროვნული ვალუტა კვლვავ გაუფასურდა. 18 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 3.08, ხოლო 1 ევრო 3.39 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის განგრძობითი გაუფასურება მსოფლიოში შექმნილ პანდემიურ სიტუაციასა და ნავთობის ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული „ანტიკრიზისული გეგმით” ეროვნული ვალუტა საბალანსო ნიშნულს აუცილებლად დაუბრუნდება.