„ერთობა, რაობა, იმედი“ სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად - ვასაძე

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში, ალექსანდრეს ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.

მან რამდენიმე კვირის წინ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შემოდის ქვეყნის პოლიტიკურ – საზოგადეობრივ ცხოვრებაში და აფუძნებს მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“. ამავე შეხვედრაზე დაანონსა მან მხარდამჭერებთან შეხვედრა და სამომავლო გეგმების გაცნობა.

დღეს ლევან ვასაძემ ალექსანდრეს ბაღში შეკრებილებს უთხრა, რომ მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გადაიქცევა.

„ქრისტე აღსდგა, მოგილოცავთ მენალსეცხებლე დედათა თამარ მეფის ხსენებას და იოსებ არიმათიელის ხსენებას. არც ვიცი, როგორ გითხრათ მადლობა ასეთი ერთობისათვის, ასეთი სიყვარულისათვის, ასეთი მხარში დგომისათვის.

მე ძლაიან გულაჩუყებული ვარ, რადგან ეს საოცარი გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა … შვკრებილიყავით ოჯახებით. სწორედ ეს არის ის, რისთვისაც გადავდგი ეს მძიმე ნაბიჯი და არაღ ვილაპარაკებ ამაზე.

რადგან ვთქვით, მოდი ოჯახებით შევიკრიბოთ და გამოვხატოთ ჩვენი ერთობა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მთავარი სიხარული და ბედნიერება ამ ქვეყნად –  ჩემი ოჯახი, “- მიმართა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს.

ბიზნესმენმა შეკრებილ მხარდამჭერებს მეუღლე და 8 შვილი გააცნო. ამის შემდეგ კი ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.

„შევიკრიბეთ იმისათვის რომ უკვე საჯაროდ დავაფუძნოთ ჩვენი მოძრაობა – „ერთობა რაობა, იმედი”, ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და რომელიც ჩვენი ხალხის მხარდაჭერით შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში. ეს გზა არ იქნება ადვილი, ია-ვარდით მოფენილი. გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე რომელზეც ტრიალებს საქართველო 30 წელია.

მე არ მოვსულვარ აქ იმისთვის, რომ მორიგი ფუჭი დაპირებები გავცე და ერთი ჯოხის აქნევით… გავა ერთ, ორი, სამი წელი და ყველაფერი აყვავდება და ავფრიდნევით… მერე გითხარათ რომ  უიმე არ გამოგვივიდა, ერთხელაც კიდევ მოგვეცით შანსი და ასე მოგატყოთ. ეს არის ის რისიც მე ყველაზე მეტად მეშინია და რაც ყველაზე მეტად არ მინდა.

ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ მუხლჩაუხრელ შრომაში ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, “- განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.