ეს ეხება ეკლესიებსაც, მეგობრებსაც, ოჯახურ შეკრებებსაც - იმნაძე კონტაქტების შემცირებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებენ თუ არა რეკომენდაციის გაცემას, რომ ეკლესიებში მისული ადამიანები შემოწმდნენ, მაგალითად, ტემპერატურის გაზომვით? რადგან ეკლესიები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილად რჩება. იმნაძემ განაცხადა, რომ კონტაქტების შემცირება ეკლესიებსაც ეხება.

„ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლები კონტაქტები გვექნება, ძალიან მძიმეა ამისი თქმა, მაგრამ ეს ყველას, ყველგან ეხება. მათ შორის, ეს ეხება ეკლესიებსაც, სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება, თქვენ წარმოიგინეთ, დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ძირითადად ოჯახური კლასტერიდან იყო.

„ყველას მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისკენ, დღეს სამეგობროში შეკრების დრო არ არის, არც ოჯახებში დიდ შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.