ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

WORLDMETERS-ის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა და ჯამში 10 003-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 616-ზე მეტი ადამიანი.

ესპანეთის მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირდა 110 238 ადამიანი. ამ ეტაპზე ინფიცირებულია 73 492, მათგან ვირუსი კრიტიკული ფორმით აქვს 6 092 ადამიანს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, WORLDMETERS-ის ცნობით, ესპანეთში ვირუსისგან განიკურნა 26 743 ადამიანი.

მსოფლიო სტატისტიკით, კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 950 705 ადამიანი. ამ ეტაპზე ვირუსს ებრძვის 699 569 მოქალაქე. COVID-19-თ გარდაიცვალა 48 310 და გამოჯანმრთელდა  202,826 ადამიანი.