ევროპარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ჩვენს ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ მელიას - ხაზარაძე

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, მეორე დღეა ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობენ ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე“.

„ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება. „ლელოს“ ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული.

შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას. იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც…

Posted by Salome Samadashvili on ხუთშაბათი, 22 აპრილი, 2021