ევროპარლამენტარმა ზურაბიშვილის გამოსვლის ხანგრძლივობის გამო უკმაყოფილება გამოხატა

ვასკა მათითაიშვილი

ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა, ედვარდ ლეიმ, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ხანგრძლივობის გამო უკმაყოფილება გამოხატა.

მისი თქმით, პრეზიდენტის 50-წუთიანი გამოსვლის გამო, ევროპარლამენტარებს შეკითხვებისთვის საკმარისი დრო აღარ დარჩათ.

„შემდეგ ჯერზე, ბატონო პრეზიდენტო, იქნებ მოუწოდოთ უცხოელ ლიდერებს 15-20-წუთიანი გამოსვლისკენ, რათა ბევრი შეკითხვის დასმა მოვახერხოთ“, – მიმართა ევროპარლამენტარმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰენდრიკ დაემსს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 28 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.