ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრების პროცესის მხარდასაჭერად €1.9 მილიარდის დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდა.
ამ თანხიდან €520 მილიონს მოლდოვა გრანტის სახით მიიღებს. €1.5 მილიარდი კი დაბალპროცენტიანი სესხია.
ევროკომისია აცხადებს:
„ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს მოლდოვასა და მოლდოველ ხალხთან. ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა მაქსიმალურად სწრაფად დაგვიახლოვდეს.
დღეს მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტმა და საბჭომ მოლდოვისთვის რეფორმებისა და ზრდის ფონდთან დაკავშირებით მიაღწიეს.
შეთანხმებული 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდი – ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან მოლდოვის დამოუკიდებლობის შემდეგ – ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
გაძლიერებული ფინანსური მხარდაჭერისა და რეფორმების შერწყმა დააჩქარებს მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე, გააძლიერებს ეკონომიკურ დაახლოებას და მოლდოვას ჩვენს საერთო ბაზარში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ერთიანი ევროპისათვის – თავისუფლების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის სახელით“.
შეთანხმება საბოლოოდ დასამტკიცებლად წარედგინება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას და ევროკავშირის საბჭოს.