ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ. არა ერთხელ, რასაც ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ - ბოკუჩავა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტზე უკრაინის მხარდასაჭერი რეზპლუციის პროექტზე მსჯელობენ.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლოსას ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია რამდენჯერმეა ნახსენები.

„როდესაც რეზოლუციის ტექსტზე შეჯერების მცდელობა გვქონდა, ოპოზიციის ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ერთობლივი ტექსტი შეემუშავებინა. საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დავაყენეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, მისი შინაარსის განხილვა, პათოსის შენარჩუნება და გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

რამდენჯერ არის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები? თქვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ გაეცანით, ამიტომ შემიძლია დაგეხმაროთ – ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ. არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ.

მათ შორის, ამ რეზოლუციას ჰყავს ინიციატორები თქვენი პოლიტიკური ჯგუფიდან. ევროპარლამენტმა მოახერხა ის, რაც ამ პარლამენტმა უნდა მოახერხოს – მან შეიმუშავა ინტერფრაქციული ჯგუფი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა ამ ტექსტზე, ინიციატორებს შორის არის თქვენი პოლიტიკური ჯგუფის არაერთი წარმომადგენელიც, “- განაცხადა თინა ბოკუჩავა.


„ქართული ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.

26 იანვარს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი პროექტის თანაავტორები ვერ იქნებიან, რადგან რეზოლუციის ტექსტში, რუსეთის როლი ხაზგასმული არ არის.